ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი აშშ-ს ბრალდებებს უყენებს


ირანი შეერთებულ შტატებს დოკუმენტების და დაზვერვის მონაცემების გაყალბებაში ადანაშაულებს, რომლითაც ვაშინგტონი გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ამარაგებს. ამ გაყალებული მასალების მიხედვით ირანი ატომური ბომბის შექმნას ცდილობს.

გაეროს სააგენტომ ირანის სპეციალური წარმომადგენელის ალი აშღარ სოლთანიეს წერილი მიიღო, რომელშიც ირანელი დიპლომატი შეერთებულ შტატებს ყალბი დოკუმენტების მომზადებაში ადანაშაულებს. მისი თქმით ვაშინგტონს არანაირი დამადასტურებელი საბუთი არა აქვს, რომელიც დაამტკიცებდა ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობას.

დასავლეთი შეერთებული შტატების მეთაურობით თეირანს ურანის გამდიდრების პროგრამის შემუშავებაში სდებს ბრალს, რაც ატომური ბომბის შესაქმნელად გადადგმული პირველი ნაბიჯია.


XS
SM
MD
LG