ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატომ  ავღანეთში  გუშინდელი საჰაერო დარტყმის გამოძიება დაიწყო


ავღანეთში აშშ-ისა და ნატოს სამხედრო ძალების მეთაურები იძიებენ ყუნდუზის პროვინციაში საჰარო დარტყმის შედეგად სამოქალაქო პირების დაღუპვის ფაქტს. აშშ-ის არმიის გენერალმა სტენლი მაკკრისტალმა მოინახულა ინცინდენტის ადგილი.

შეგახსენებთ, რომ საჰაერო დარტყმა გამხორციელდა საწვავით დატვირთულ ორ ავტომანქანაზე, რომლებიც სავარაუდოდ თალიბებმა გაიტაცეს.

მძლავრი აფეთქების შედეგად დაღუპულია 90 ადამინი და ამ დროისათვის არ არის ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რამდენია დაღუპულთა შორის მშვიდობიანი მოსახლე.

ნატომ თავის მხრივ დაიწყო ინცინდენტის გამოძიება. ავღანეთის ტელევიზიით გენერალმა მაკკრისტალმა აღუთქვა მოსახლეობას , რომ გამოძიება სრული მასშტაბით ჩატარება.

ბრძანება ბეზინმზიდების აფეთქებაზე გერმანელმა სამხედრო მეთაურებმა გასცეს, რადგანაც ისინი შიშობდნენ რომ საწვავს თალიბები ტერორისტული აქტების მოსაწყობად გამოიყენებდნენ. იმავე ყუნდუზის პროვინციაში დღეს გზისპირა ბომბი აფეთქდა მაშინ როდესაც გერმანელი ჯარისკაცების კოლონა გადაადგილდებოდა. ინცინდენტის შედეგად მხოლოდ მანქანა დაზიანდა.


XS
SM
MD
LG