ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანელი საბირჟო ბროკერის 70 წლის წინანდელი გმირობა


70 წლის წინათ ბრიტანელმა საბირჟო ბროკერმა ნიკოლას ვინტონმა ნაცისტების მიერ ოკუპირებული ჩეხოსლოვაკიიდან 669 ბავშვი გამოიყვანა, რომელთა უმრავლესობა ებრაელები იყვნენ.

ამჟამად ნიკოლას ვინტონი 100 წლისაა. ის ლონდონის ლივერპულის ქუჩის სადგურზე მის მიერ ჰოლოკოსტს გადარჩენილ ოცამდე ადამიანს შეხვდება. ჩეხოსლოვაკიიდან ბავშვების გამოყვანას ნიკოლას ვინტონმა 1939 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე გაუკეთა ორგანიზება.

ბრიტანელი საბირჟო ბროკერი სიბერემდე საიდუმლოდ ინახავდა ამ ინფორმაციას, სანამ მისმა მეუღლემ 80-იანი წლების ბოლოს შემთხვევით არ აღმოაჩინა გადარჩენილი ბავშვების სია და სურათები.


XS
SM
MD
LG