ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეის ურანის გამდიდრების პროცესი უკანასკნელ ფაზაში შევიდა


ჩრდილოეთ კორეის განცხადებით ურანის გამდიდრების პროცესი უკანასკნელ ფაზაში შევიდა, რაც ამ ქვეყნის მიერ ატომური ბომბის შექმნას დააჩქარებს.

ჩრდილოეთ კორეის ახალი ამბების სააგენტოს განცხადების თანახმად ურანის გამდიდრების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა ფხენიანი მზად არის მოლაპარაკებები აწარმოოს იმ ქვეყნებთან, რომელბსაც ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვება აფიქრებთ.

ჩრდილოეთ კორეამ გააფრთხილა გაეროს უშიშროების საბჭო, რომ ახალი სანქციების შემოღების შემთხვევაში კიდევ უფრო გაიზრდება ამ ქვეყნის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობა.

ჩრდილოეთ კორეამ მასში უკვე მოაწყო პლუტონიუმისგან შექმნილი ატომური ბომბის მიწისქვეშა აფეთქება.

XS
SM
MD
LG