ჩეჩნეთის ოფიცილაური პირების განცხადებით დღეს გროზნოში დააკავეს სამი კამიკაძე ტერორისტი, რომლებიც ქალაქის პოლიციის შენობაში თავის აფეთქებას აპირებდნენ. დაკავებულთაგან ყველაზე უფროსი 18 წლისაა. დაკავების მომენტში პოლიციამ ახალგაზრდებისგან ამოიღო ქამარში ჩაყოლებული 5 კიოლგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება, ცეცხსასროლი იარაღები და სახმელეთო ნაღმი. დაპატიმრებულების განცხადებით ისინი წვრთნას გადიოდნენ არაბული წარმოშობის დაქირავებულ მეომრებთან.
ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის განცხადებით, პოლიციის მიერ გაწეული ძალისხმევით გადარჩენილია ათობით ადამმინის სიცოცხლე.