ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არის თუ არა აშშ-ი ეკონომიკური გაჯანსაღების გზაზე ?


მიუხედავად იმისა რომ არსებობს მონაცემები სამუშაო ადგილების დაკარგვის მხრივ მდგომარეობის გამოსწორებისა და ამასთან ქარხნებში სამუშაო შეკვეთების გაზრდის შესახებ, ჯერ კდევ ნაადრევია საუბარი იმაზე რომ მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკა განჯასაღების გზაზე დგას. გასულ თვეში ზემოხსენებული ფაქტორები გამოსწორებიკენ ტენდენციას უჩვენებს, მაგრამ ინვესტორები, შიშობენ რომ აქციების ფასები საფონდო ბირჟებზე საეჭვოდ სწრაფად იზარდება.

უოლ სტრიტი სიფრთხილით აკვირდება ყოველდღიურ მატებას დოუ ჯონსის აქციებზე რომელიც დაახლოებით 186 ერთეულით გაიზარდა.

იმ ფონზე როდესაც შეინიშნება გამოსწორება უძრავი ქონების ბაზარზე, სამუშაო ადგილებისა და მუშა ხელის პროდუქტიულობის საკითხებში, მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტები შეშფოტებას გამთქვამენ აშშის აქციების ზრდის გამო, მათი თქმით 50%იანი მატება ზედმეტად ოპტიმისტურია.

კომპანია ბიენ პი პარიბასის ეკონომისტი ჯულია კორონადო აცხადებს, რომ ინვესტორებს არ სურთ რისკის აღება.

- მე არ მგონია, რომ ჩვენ უკვე გამოვედით იმ რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან რომელშიც ვიმყოფებოდით.რათქმა უნდა მონაცემები იმას უჩვენებს რომ ყველზე მძიმე პერიოდი უკან მოვიტოვეთ.ცდ

ეკონომიკის სრული გაჯანსაღება ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მომხმარებლის ხარჯვის მხრივ. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის პროგრამის ეგიდით გაიზარდა ავტომობილების გაყიდვა, საშუალო შემოსავლის მქონე ამერიკელი ცდილობს მინიმალურად დახარჯოს თანხები. ამასთან საბანკო სექტორიც, რომელსაც სახელმწიფოს მასტიმულირებელი გეგმით 500 მილიარდი დოლარი აქვს მიღებული, კვლავ დაღმასვლას განიცდის.

400-მდე ამერიკული ბანკი გაკოტრების საშიშროების წინაშე დგას. ყველაზე დიდ დანაკარგს კი ის ადამიანები განიცდიან რომლებიც ცდილობენ ბანკებიდან კრედიტის აღებას. აი რას აცხადბს ამის შესახებ ეკონომისტი მარკ ზანდი

-იმისათვის რომ კრედიტი აიღო ბანკისთვის სანდო პირი უნდა იყო რათა ამ უკანასკნელმა რისკი გაიღოს ვგულისხმობ იმას, რომ თუ გსურს სახლის საყიდლად კრედიტი, უნდა გქონდეს პიველადი დიდი შესატანის გადახდის საშუალება, ამსთან საკრედიტო ისტორიაც კარგი უნდა გქონდეს. ბანკები ითხოვენ მყარი სამუშაოს გარანტიას და ყოველთვიური შემოსავლის დოკუმენტაციას. ცდ

უმუშევრობის მაჩვენებლების გაუმჯობესება ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღებაზე მიუთითებს. მიუხედავად იმისა, რომ კერძო სექტორის მონაცემებიტ სამუშაო აგვისტოს თვეში ნაკლებმა ადამინმა დაკარგა, ანალიტიკოსები წინასწარმეტყველებენ, რომ უმუშევრობა პიკს -დაახლოებით 10%-ს წლის ბოლოსთვის მიაღწევს. ამ ყველა მაჩვენებლების ფონზე ეკონომისტი ჯულია კორონადო თვლის რომ არსებული მდგომარეობიდან სწრაფი გამოსვლა ნაკლებმოსალოდნელია.

- სისტემა ძალზედ დაზიანდა, ამას კი დიდი დრო დასჭირდება აღსადგენად. ეს დაახლოებით კიდურის მოტეხილობის გამოჯამრთელების პროცესს წააგავს, როდესაც რეაბილიტაცის დრო იწელება.

პარასკევს ინვესტორები იმედოვნებენ რომ ცოტა ხანში უფრო ნათელი სურათი ექნებათ იმისა, თუ რა მდგომარეობაშია აშშ-ის ეკონომიკა. ეს იმედი კი უკავშირდება უმუშევრობის შესახებ მოსალოდნელი დასკვნის გამოქვეყნებას,



XS
SM
MD
LG