ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს საქართველო-რუსეთის სახელმწიფო  საზღვარზე ახალი სასაზღვრო სადგური გაიხსნა


დღეს საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე ახალი გამშვები პუნქტი გაიხსნა. სადგურის მშენებლობაზე 2,4 მილიონი ამერიკული დოლარი დაიხარჯა. მშენებლობას ამერიკის არმიის ინჟინერთა კორპუსი ხელმზრვანელობდა. გაკეთდა ახალი სატრანსპორტო ზოლები, დამონტაჟდა თანამედროვე არჭურვილობა, აშენდა საოფისე დანიშნულების სენობები, ახალ სასაზღვრო სადგურში დამონტაჟდა რადიაციის აღმომჩენი მოწყობილებები..

ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის ადგილობრივ მოსახლეობას უკვე მე-2 დღეა 300დან - 500 ლარამდე ჯარიმას ახდევინებენ. 2 სექტემბერს ბაღაფშმა საზღვაო-სამხედრო ძალებს ახაზეთის საზღვაო სივრცის დარღვევის შემთხვევაში ქართული გემების განადგურების ბრზანმება გასცა. ექსპერტი გოჩა გვარამია აღნისნულ ბრძანებასთან დაკავშირებით შემდეგ კომენტარს აკეთებს :

"-ბაღაფშის განცხადება გემების ჩაძირვასთან დაკავშირებით სხვა არაფერია, თუ არა გაგრძელება ჩვენთვის კარგად ცნობილი რუსული პროვოკაციებისა, რასაც იგი მიხანმიმართულად ეწევა ბოლო დროს. ოკუპანტები ცდილობენ მაქსიმალურად დაძაბონ სიტუაცია, რათა საქართველო ახალ შეიარაღებულ დაპირისპირებაში ჩაითრიონ. თანაც მოსკოვი ამას აკეთებს მისთვის დამახასიათებელი, კარგად გამოცდილი, უხეში, და ადვილად მისახვედრი მეთოდით. ანუ, იგი ალაპარაკებს ბაღაფშს და თუ საქმე სეიარაღებულ დაპირისპირებამდე მივა, აამოქმედებს თავის ძალებს, რასაც შემდგომში გაამარტლებს აფხაზეთტან დადებული საზღვრის ერთობლივად დაცვის ხელშეკრულების ვალდებულებით.


XS
SM
MD
LG