ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ნატოს  საჰაერო დარტყმის შედეგად 90 ადამიანი დაიღუპა


ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადებით ნატოს საჰაერო დარტყმის შედეგად 90 ადამინი დაიღუპა, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა. ნატოს საჰაერო ძალების მიერ გასროლილი რაკეტა საწვავის გადამზიდ მანქანას მოხვდა.

ყუნდუზის პროვინციიის ოფიციალურმა პირმა დასძინა რომ გარდაცვლილთა შორის უმეტესობა თალიბი მეამბოხეები იყვნენ.

ნატოს ძალები თავის მხრივ ადასტურებენ , რომ საჰაერო დარტყმის ბრძანება მათ მიერ იყო გაცემული , მას შემდეგ რაც მეამბოხეებმა გაიტაცეს ორი ბენზინმზიდი ავტომანქანა. მათივე განცხადებით მიმდინარეობს იმის გამოძიება არიან თუ არა დაღუპულთა შორის სამოქალაქო პირები.

როგორც ყუნდუზის პროვინციის მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, გატაცებული ავტომანქანები თაიბებმა ტაჯიკეთის საზღვარზე ალიაბადის ოლქის ერთ-ერთ სოფელში ჩაიყვანეს. საჰაერო დარტყმა მაშინ განხორციელდა როდესაც თალიბები საწვავს სოფლის მოსახლეობაში არიგებდნენ.

ამასთან გუშინ თავდაცვის მდივანმა რობერტ გეითსმა განაცხადა რომ მას არ გონია რომ ავღანეთში პროცესები უკონტროლოა.პრეზიდენტის სტრატეგია ჯერ კიდევ დასაწყისს სტადიაშია და საჭიროებს დროს რათა სრულად ამოქმედდეს.


XS
SM
MD
LG