ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთ-ინდოეთის სავაჭრო გეგმები


რუსეთი და ინდოეთი ქვეყნებს შორის წლიური ვაჭრობის მაჩვენებლის ათ მილიარდ დოლარამდე გაზრდას გეგმავენ. რუსეთის და ინდოეთის პრეზიდენტებს დიმიტრი მედვედევსა და პრატიბჰა პატილს შორის კრემლში მიმდინარე შეხვედრის შეხვედრისას მედვედევმა განაცხადა, რომ 2009 წელს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა გაფართოვდა და მომავალი წლისთვისალბათ ათ მილიარდს მიაღწევს. პატილმა და მედვედევმა აგრეთვე ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის ირგვლივაც ისაუბრეს. რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა სერგეი შმატკომ განაცხადა, რომ ინდოეთმა შეიძლება მონაწილეობა მიიღოს რუსეთის ნავთობისა და გაზის მოპოვების ორ პროგრამაში.

XS
SM
MD
LG