ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტის 18 წევრი დაამტკიცა


ირანის პარლამენტმა პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის მიერ წარდგენილი 18 კანდიდატი დაამტკიცა 21-წევრიანი მინისტრთა კაბინეტისთვის. კანდიდატთა რიცხვში შედის ქალი, რომელიც 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ პირველი ქალი მინისტრი იქნება.

ხუთშაბათს კანონმდებლებმა მინისტრთა კაბინეტის წევრები დებატების ხუთი დღის შემდეგ დაამტკიცეს.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული ქალი კანდიდატი, მარზიე ვაჰიდ დასტჟერდი, გაუძღვება ირანის ჯანდაცვის სამინისტროს.

პარლამენტმა არ დაამტკიცა კანდიდატები ენერგეტიკის, განათლებისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრების თანამდებობებზე. ხსენებულ კანდიდატთა რიცხვში ორი ქალი იყო.

პარლამენტის მიერ დამტკიცებულ 18 მინისტრს შორის არის ბატონი აჰმადინეჟადის არჩევანი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე, აჰმად ვაჰიდი. არგენტინის მთავრობა ვაჰიდის 1994 წელს ბუენოს აირესში მომხდარი ებრაული ცენტრის აფეთქების მოწყობაში ადანაშაულებს.

ვაჰიდი იძებნება ინტერპოლის მიერ, იმის გამო, რომ იგი დაკავშირებულია ხსენებულ დაბომბვასთან, რომელსაც 85 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


XS
SM
MD
LG