ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდონეზიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება


ინდონეზიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება. ოფიციალური მონაცემების თანახმად, ამაჟამად დაღუპულად ორმოცდაცხრა ადამიანი ითვლება, ხოლო დაჭრილად კი სამასი. დანგრეული და დაზიანებულია შვიდასზე მეტი სახლი. რიხტერის შკალით შვიდი ბალის სიმძლავრის მიწისძვრა გუშინ კუნძულ იავასგან დაშორებით ზღვაში მოხდა. კუნძულის დასავლეთ ნაწილში მდებარე სოფელ სიკანგკარენში მეწყერი ჩამოწვა და რამდენიმე სახლი მოიყოლა ქვეშ. მაშველები ცდილობენ მეწყერში მოყოლილების ცოცხლად გამოყვანას. თუმცა ცნობილია, რომ დაზარალებულ რეგიონში სამაშველო მძიმე ტექნიკა ჯერ ვერ მიიყვანეს. დღეს სოფელს ინდონეზიის პრეზიდენტი სუსილო ბამბანგ იუდოიონო ეწვევა.


XS
SM
MD
LG