ავღანეთში კამიკაძე ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ აამოქმედა როდესაც იგი მთავრობის ოფიცილურ პირებს მიუახლოვდა. აფეთქების შედეგად დაიღუპა 23 ადამინი , მათ შორის ავღანეთის სადაზვერვო სამსახურის დირექტორის მოადგილე.
აფეთქება კამიკაძე ტერორისტმა ოთხშაბათს დილას ქაბულიდან 100 კმ-ის დაშორებით ლაგჰამის პროვინციის ქალაქ მეჰთარლამის სამლოცველოსთან განახორციელა. ხელისუფლების წარმომადგენლები ეჭვობენ რომ სამიზნე ამ ტერაქტისა იყო სადაზვერვო სამსახურის მაღალჩინოსანი. მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბებმა აიღეს თავის თავზე.