ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელისა და პალესტინის ოფიციალური პირები დღეს ერთმანეთს შეხვდენენ


ისრაელისა და პალესტინის ოფიციალური პირები დღეს ერთმანეთს შეხვდენენ. ეს ბენიამინ ნათანიაჰუს პრემიერ მინისტრის მოსვლის შემდეგ პირველი მაღალი რანგის შეხვედრაა.

პალესტინის ეკონომიკის მინისტრის ბასემ ხოურისა და ისრაელის ვიცე პრემიერის სილვან შალომის შეხვედრა იერუსალიმში შედგა. შეხვედრისას განიხილეს ეკონომიკის საკითხები. ეს ერთგვარი სიგნალია იმისა რომ ისრაელ პალესტინის ურთიერთობა დათბობისკენ მიდის.

ოთხშაბათს გვიან კი ნიუ იორკში აშშ-ის საგანგებო ელჩი ახლო აღმოსავლეთში ჯორჯ მიჩელი ისრაელის ოფიციალურ პირებთან რეგიონში სამშვიდობო მოლაპარაკებების განსახილველად შეხვედრას გეგმავს. დიალოგი მხარეებს შორის გასული წლის დეკემბერში შეწყდა.

შეგახსენებთ, რომ გასული თვის ბოლოს მიჩელი ნათანიაჰუს ლონდონში შეხვდა. სადაც ისინი შეთანხმდნენ იმაზე, რომ საჭიროა რალური ნაბიჯების გადადგმა მშვიდობის მისაღწევად.

პალესსტინელების განცხადებით ისინი ამ მოლაპარაკებებში არ მიიღებენ მონაწილეობას თუ არ შეჩერდება ისრელის მიერ უკანონო მშენებლობები. ვაშინგტონმა თავის მხრივ მოუწოდა ისრაელს , გაყინოს სამშენებლო სამუშაოები აღმოსავლეთ იერუსალიმსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.

XS
SM
MD
LG