ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს სასამართლომ გემის თურქი  კაპიტანი გაასამართლა


საქართველოს სასამართლომ აფხაზეთის პორტებში კონტრაბანდის გადატანისთვის პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის თურქ კაპიტანს 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქართველოს სასამართლომ აფხაზეთის პორტებში კონტრაბანდის გადატანისთვის პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის თურქ კაპიტანს მეჰმეტ ჯოშკუნ ოზთურქს, კონტრაბანდული საქმიანობისთვის 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პანამის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს საწვავი გადაჰქონდა აფხაზეთის პორტებში. გემი 15 აგვისტოს დააკავეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტანკერიდან ამოღებული ორი ათასი ტონა ბენზინი და შვიდას სამოცდათხუთმეტი ტონა დიზელი კონფისკაციას ექვემდებარება. ცნობილია, რომ ტანკერმა მრავალი რეისი გააკეთა აფხაზეთში.

XS
SM
MD
LG