ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის პარლამენტი თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილ კანდიდატურას უჭერს მხარს


ირანის პარლამენტი ქვეყნის პრეზიდენტის მიერ თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილ კანდიდატურას უჭერს მხარს. არგენტინა კი ამტკიცებს, რომ მინისტრის პოსტზე წარდგენილი თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე აჰმად ვაჰიდი ბუენოს აირესში თხუთმეტი წლის წინ სინაგოგის აფეთქების მოწყობაში იღებდა მონაწილეობას, რომლის გამოც ინტერპოლი ვაჰიდის დაკითხვას ითხოვს. ამ ტერაქტის შედეგად ოთხმოცდახუთი ადამიანი დაიღუპა. დღეს ვაჰიდის ნომინაციას წინააღმდეგობა არცერთმა დეპუტატმა არ გაუწია. ირანის პარლამენტში ახალი მინისტრთა კაბინეტის ირგვლივ დებატები უკვე მესამე დღეა რაც მიმდინარეობს. რამდენიმე დღის წინ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა იან კელიმ განაცხადა, რომ ვაჰიდის მინისტრის პოსტზე დამტკიცება საგანგაშო იქნება.



XS
SM
MD
LG