ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიაში კადაფის მმართველობის ორმოცი წლის იუბილეს აღნიშნავენ


დღეს ლიბიაში ქვეყნის ლიდერის მოამარ კადაფის მმართველობის ორმოცი წლის იუბილეს აღნიშნავენ. ქვეყნის დედაქალაქ ტრიპოლის გაჩახჩახებულ ქუჩებში კადაფის პრტრეტებია გამოფენილი. მოელიან, რომ ზეიმს ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი, პაკისტანის პრემიერ-მინისტრი იუსუფ რაზა გილანი და აფრიკის კავშირის შეხვედრაზე ტრიპოლიში მანამდე ჩასული შავი კონტინენტის ზოგიერთი ლიდერი დაესწრება. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში კადაფი ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ მანამდე თითქმის იზოლირებული ლიბია საერთაშორისო საზოგადოებრიობის სრულუფლებიანი წევრი გახდეს. იმ დროს, როდესაც ლიბია საიუბილეოდ ემზადება, დასავლეთის ქვეყნები გაღიზიანებულნი არიან იმ ზარ-ზეიმით რომლითაც შოტლანდიის მიერ გათავისუფლებულ ლოკირბის ტერაქტის მომწყობს დახვდნენ. შეგახსენებთ, რომ შოტლანდიის სასამართლომ ლოკირბის ტერაქტის მოწყობაში ბრალდებული, სიმსივნის უკურნებელი ფორმით დაავადებული აბდელ ბასეტ ალ მეღრაჰი რამდენიმე დღის წინ გულმოწყალედ გაათავისუფლა.


XS
SM
MD
LG