ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო ლუსტრაციის კანონს მიიღებს



კითხვაზე, ხომ არ გამოიწვევს აღნიშნული კანონპროექტის მიღება საზოგადოებაში არეულობას, ანტიკრიზისული საბჭოს წევრი, ჟურნალისტთან შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე ჰამლეტ გეგია პასუხობს,რომ პირიქით: – ” ადრე რომ ყოფილიყომიღებული ლუსტრაციის კანონი, ბევრად უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა ჩვენი საზოგადოება. როცა რუსეთმა გამოუცხადებელი ომი დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ, ქართველების გარკვეული ნაწილი სამწუხაროდ, რუსეთის ორიენტაციას ატარებდა. არსებობს დოკუმენტები , როცა ისინი რუსეთის ჯარებსს ეხმარებოდნენ შემოსულიყვნენ თბილისში. ჩვენ, საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა არ ვიცით, ვინ არის წარმომადგენელი ამ მეხუთე კოლონის ქვეყანაში. მაგრამ ერთი დასკვნა შეიძლება, დღეს დესტაბილიზაცია ქვეყანაში აწყობს პირველ რიგში რუსეთის გენერალიტეტს. ასევე არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომლებიც შიშიდან გამომდინარე იძულებულნი იყვნენ ეთანამშრომლათ უშიშროების მაშინდელ სამსახურებთან. სამწუხაროდ, დღემდე ეს გრძელდება და ცანს ნათლად. ამიტომ, ლუსტრაციის კანონის მიღება იქნება წინაპირობა,საქართველოში სტაბილურობის საფუძვლები შეიქმნას."

XS
SM
MD
LG