ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს მთავრობა აკრიტიკებს ლუჟკოვის ვიზიტს ცხინვალში


საქართველოს მთავრობა აკრიტიკებს ცხინვალში მოსკოვის მერის ვიზიტს.

ცხინვალში რუსი მაღალჩინოსანი აპირებს ახალი დასახლების, ე.წ. მოსკოვის კვარტლის გახნას, რომელიც მოსკოვის მერიის დაფინანსებით შენდება ქართული სოფლის თამარაშენის ადგილას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ დაგმო დასახლების მშენებლობა და ამ აქტს ამორალური უწოდა. საქართველოს საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ თვით ნაცისტებსაც კი არ მოსვლიათ აზრად განადგურებულ და გადამწვარ ტერიტორიებზე აეშენებინათ დასახლება და მისთვის ბერლინის სახელი ეწოდებინათ.

XS
SM
MD
LG