ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ადმირალმა მაქრისტალმა ავღანეთსა და პაკისტანში არსებული სიტუაციის შეფასება წარმოადგინა



ავღანეთში ამერიკული და ნატოს ძალების მეთაურმა დაასრულა სტრატეგიის შეფასება და თავისი ხედვა წარუდგინა ნატოსა და ამერიკელ ოფიციალურ პირებს.

გენერალმა სტენლი მაქრისტალმა აღნიშნა, რომ სიტუაცია ავღანთში სერიოზულია, მაგრამ წარმატების მიღწევა შეიძლება და ცვლილებები სტრატეგიაში უნდა გატარდეს.

ჯერჯერობით უცნობია მაქრისტალის შეფასების სხვა დეტალები. ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ხელისუფლების სათავეში მოსვლისთანავე გამოვიდა პაკისტანსა და ავღანეთში ამერიკის სტრატეგიის გადახედვის მოწოდებით იქ ალ ყაიდასა და თალიბთა მზარდი დაუმორჩილებლობის შესაკავებლად.

აგვისტოს დასაწყისში, შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ ადმირალმა მაიკ მალენმა განაცხადა, რომ სიტუაცია ავღანეთში სერიოზული იყო და რომ მდგომარეობა იქ უარესდებოდა. გასულ კვირას კი გაზეთმა “ნიუ იორკ თაიმსმა” გამოქვეყნა სტატია, სადაც აღნიშნულია, რომ ამერიკელი სამხედრო მეთაურები, ნატოს წარმომადგენელბთან ერთად, ავღანეთში ჯარების ნაკლებობას განიცდიან.

XS
SM
MD
LG