ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოფიციალური ლონდონი მზად არის საერთაშორისო სავალუტო ფონდს მეტი სახსრები გამოუყოს



დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის მეტი სახსრების გამოყოფისთვის არის მზად. დღეს გაზეთ “გარდიანში” გამოქვეყნებულ სტატიაში მინისტრი ალისტერ დარლინგი აცხადებს, რომ დიდ ბრიტანეთს შეუძლია 11 მილიარდი დოლარი გადასცეს სავალუტო ფონდს. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის აპრილში მსოფლიოს სახელმწიფოების ლიდერებმა პირობა დადეს, რომ სავალუტო ფონდს დამატებით დაფინანსებას გამოყოფდნენ, რათა ამგვარად რეცესიით დაზარალებული უღარიბესი ქვეყნების დახმარება არ შეწდეს.

ბატონი ალისტერ დარლინგი აცხადებს, რომ ევროპამ მაგალითი უნდა აჩვენოს სხვა ქვეყნებს და მეტი გააკეთოს დაფინანსების ხარისხის შესანარჩუნებლად.

დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ პარასკევს დიდი ოცეულის ჯგუფის ფინანსთა მინისტრები ლონდონში შეხვედრისას დასახავენ რეცესიისა და საბანკო სფეროში შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის გზებს.

XS
SM
MD
LG