ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიაში ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნებში გაიმარჯვა


იაპონიის პრემიერ მინისტრი ტარო ასო აცხადებს, რომ გუშინ, საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ იგი დატოვებს მმართველი პარტიის ხელმძღვანელის თანამდებობას.

დღეს პრესკონფერენციისას, პრემიერ მინისტრმა ბოდიში მოიხადა და წარუმატებლობისთვის თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა. არჩევნებში იაპონიის დემოკრატიულმა პარტიამ ქვეყანაში ბოლო 50 წლის მანძილზე მმართველ პარტიას გაუსწრო და გამარჯვებას მიაღწია.

დემოკრატიული პარტიის ლიდერმა იუკიო ჰატოიამამ, რომელიც სავარაუდოდ იაპონიის პრემიერ მინისტრი გახდება, უკვე დაიწყო მოლაპარაკებები ახალი მთავრობის შესაქმნელად.

დემოკრატიულმა პარტიამ იაპონიის ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელთა პალატის 480 ადგილიდან 308 ადგილი დაიკავა. ტარო ასოს ლიბერალ დემოკრატიულ პარტიას პალატაში 119 ადგილი ექნება. ჰატოიამას პარტია უკვე მრჩეველთა პალატის უმრავლესობას აკონტროლებს.

XS
SM
MD
LG