ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტე ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის მედიატორობას კისრულობს.


ეგვიპტე ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის მედიატორობას კისრულობს.პრეზიდენტ მუბარაქის ვიზიტი თეთრ სახლში და პრეზიდენტ ობამასთან სამ თვეზე ნაკლებ დროში მესამედ შეხვედრა ააშკარავებს იმას, რომ ეგვიპტის პრეზიდენტს სურს დაუბრუნდეს მედიატორის როლს:

“არაბების თვალთახედვიდან გამომდინარე ისრაელმა უკვე დადო უკანონო მშენებლობების შეწყვეტის პირობა და ახლა სანამ პირობის იმლემენტაცია არ დაიწყება ისინი თავისმხრივ დათმობებზე არ უნდა წავიდნენ. მუბარაქი კი სხვა პოზიციაზე დგას. მას ამერიკისთვის ხელის შეწყობა სწადია. ყოველწლიურად შეერთებული შტატებისგან დახმარების სახით ეგვიპტე ორ მილიარდ დოლარს იღებს. თუმცა ისრაელთან სამშვიდობო გარიგება ეგვიპტეში დიდი პოპულარობით არ სარგებლობს. აღსანიშნავია ისიც, რომ ისრაელი და მუბარაქი ირანს ერთნაირად ნეგატიურად არიქვავენ, რადგან მუბარაქი სიშობს, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილ ისლამისტებს ეგვიპტესი სახელმწიფო გადატრიალება სწადიათ. ქვეყნის ყველაზე მსხვილ ისლამისტურ მოძრაობას “მუსლიმთა საძმოს” ეგვიპტის ტერიტორიაზე საქმიანობა აკრძალული აქვს და ეს ორგანიზაცია იდევნება”. ამბობს ბრიტანელი ჟურნალისტი იან უილიამსი.

ჟურნალისტი აღნიშნავს იმასაც, რომ თეთრ სახლში მიმდინარე შეხვედრისას ქუჩაში დემონსტრაცია მოეწყო. ხალხი ეგვიპტეში ადამიანთა უფლებების არადამაკმაყოფილებელი ფონის არსებობას აპროტესტებდა.

ახლო აღმოსავლეთის სამაუწყებლო ცენტრის კორესპონდეტი არაბი ჟურნალისტი ნადია ბილბასი მუბარაქის ვაშინგტონში ვიზიტს აშუქებდა. აგრეთვე ქალბატონმა ბილბასმა ეგვიპტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანის უფლებების დამცველის საად ედინ იბრაჰიმის მიერ მოწვეული პრეს-კონფერენციაც გააშუქა:

“როდესაც პრეზიდენტი ობამა ეგვიპტეს ესტუმრა და ქაიროში სიტყვით გამოვიდა, მან მუბარაქი რეგიონში სტაბილურობის მთავარ ქომაგად შერაცხა. ჩემის აზრით ობამას ადმინისტრაცია რეგიონში არსებული საკუთარი მიზნების მისაღწევად თვალს ხუჭავს ამერიკის ლოკალური მოხრე რეჟიმების დარღვევებზე. ეგვიპტე ძალზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს, როდესაც საქმე ფატასა და ჰამასს შორის მოლაპარაკებებს ეხება. ამერიკა თვლის, რომ უმჯობესია სტაბილური მუბარაქის მსგავსი რეჟიმი მართავდეს ქვეყანას ვიდრე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შედეგად მოსული პარტიების კოალიცია, რომელთა შორისაც მუსლიმთა საძმოც იქნება”. ამბობს ქაბატონი ბილბასი.

“ეგვიპტესა და ისრაელს შორის აგერ უკვე ოცდაათი წლის განმავლობაში დამყარებულმა მშვიდობამ ურთიერთობების დათბობა ვერ განაპირობა. თუმცა ეგვიპტე რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვანი მედიატორის როლს მაინც კისრულობს”. ამბობს ახლო აღმოსავლეთის ექსპერტი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი რობერტ ლიბერი.

“ სამშვიდობო პროცესის მიერ რაიმე პროგრესის მიღწევის შემთხვევაში, რომ ეგვიპტე მედიატორი იქნება ამაში ეჭვი არ გვეპარება. მაგრამ რეალობა ისეთია, რომ ძალზე საეჭვოა ისრაელსა და პალესტინელებს შორის რაიმე ფარტომასშტაბიანი შეთანხმება მოხდეს. ყოველი ასეთი შეთანხმება ორივე მხრიდან ისეთი ძლიერი ლიდერების არსებობას მოიაზრებს, რომლებიც საკმაოდ მტკივნეულ კოპრომისებზე წავლენ. პალესტინელთა ლიდერები ხალხს დაუფარავად უნდა ესაუბრონ. მათ ისიც უნდა გააცნობიერონ, რომ პალესტინას ძალუძს ისრაელის გვერდიგვერდ არსებობა, მაგრამ არა ისრაელის მაგივრად და რომ თუ ისინი ასე გააგრძელებენ საკუთარ სახელმწიფოს ვერასდროს შექმნიან”. გვეუბნება პროფესორი ლიბერი.

იგი აგრძელებს, რომ ალტერნატივას უნარიანი სამშვიდობო ხელსეკრულება წარმოადგენ:

“შეთანხმების პერსპექტივა არსებობს, მაგრამ ეს ალბათ უახლოეს მომავალში არ მოხდება. საუკეთესო ის იქნება, რომ ნათანიაჰუს ადმინისტრაციის შეხედულების გათვალისწინება მოხდეს. ეკონომიკის ასაღორძინებლად, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მობინადრე პალესტინელთა ცხოვრების დონის ასამაღლებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ასევე უსიშროების ფონის გაუმჯობესებაც შეინიშნება. ეს ყველაფერი კი უახლოეს პერიოდში ალბათ სასიკეთო შედეგებს გამოიღებს”. ასრულებს საუბარს ბატონი ლიბერი.

აღსანიშნავია ისიც, რომ პრეზიდენტმა ობამამ თეთრ სახლში მიწვეულ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამშვიდობო პროცესს სწორი გეზი აქვს დასახული. ამით პრეზიდენტი იმას გულისხმობს, რომ ისრაელმა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე უკანონო მშენებლობები შეწყვიტა. თუმცა პრეზიდენტის თქმით, კონკრეტული ნაბიჯები ყველა მხარემ უნდა გადადგას.


XS
SM
MD
LG