ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დარფურის რეგიონში ორი სამოქალაქო პირი გაიტაცეს


სუდანის დარფუროს რეგიონში საერთაშორისო სამშვიდობო მისიასთან მომუშავე ორი სამოქალაქო პირი გაიტაცეს

გაერთიანებულიერების აფრიკის კავშირის სამშვიდობო მიისიის წარმომადგენელი აცხადებს რომ შეიარაღებული პირები შაბათს დილით შეიჭრნენ ქალაქ ზალინგეიში და გაიტაცეს ქალი და მამაკაცი. ამავე განცხადების თანახმად სამშვიდობოები დაუკავშირდნენ გამტაცებლებს და მიმდინარეობს მოლაპარაკება.

თუმცა სამშვიდობო მისიის ხელმძღვანელმა სულ რამოდნიმე დღის წინ განაცხადა რომ რეგიონში საომარი მდგომარეობა აღარ არის. ამავე განცხადების თანახმად დარფურში ჯერ კიდევ მოსაგვარებელია უსაფრთხოების საკითხები, მაგრამ დარფურის მეამბოხეთა დაჯგუფებები საგრძნობლად შემცირდა.

აფრიკაში სამშვიდობო მისიის ხელმძღვანელის მიერ გამოთქმულმა აზრმა დარფურის უმნიშვნელო კონფლიქტის შესახებ დასავლელ დიპლომატებში აღშფოთება გამოიწვია. ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციამ დარფურში არსებულ მდგომარეობას გენოციდი უწოდა.. როგორც გაეროს ოფიციალური პირები აცხადებენ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მეამბოხე ძალებსა და მთავრობას შორის მომხდარმა შეტაკებებმა 300 000 ადამინის სიცოცხლე იმსხვერპლა.


XS
SM
MD
LG