ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რაკეტსაწინაღო სისტემა ცენტრალურ ევროპაში


ობამას ადმინისტრაცია რაკეტსაწინაღო სისტემის განლაგების ალტერნატიული ადგილმდებარეობას განიხილავს.

შეგახსენებთ რომ სისტემის პოლონეთსა და ჩეხეთში განლაგების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, სავარაუდოდ რაკეტსაწინაღო სისტემას თურქეთში ან ბალკანეთის ქვეყნებში განათავსებენ.

ამავე დროს განიხილავენ არამარტო საზღვაო არამედ სახმელეთო რაკეტსაწინაღო სისტემის განლაგებას.

რუსეთი სასტიკი წინააღმდეგია შეერთებული შტატების მიერ ცენტრალურ ევროპაში სახმელეთო სისტემის განლაგებისა და აცხადებს რომ ეს გამოიწვევს ძალების გადახარისხებას.

როგორც ოფიციალური ვაშინგტონი აცხადებს ალტერნატიული ადგილმდებარეობა და სისტემა რუსეთის დაშოშმინებას არ შეუწყოფს ხელს, მაგრამ სისტემა ირანიდან მომავალი საფრთხის მოგერიებას ითვალისწინებს.



XS
SM
MD
LG