ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნები ავღანეთში


ავღანეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები პრეზიდენტი ჰამიდ კარზაის წარმატებას ცხადყოფს.

ავღანეთის პროვინცია ზაბულში, შაბათს კამიკაძე ტერორისტის მიერ ბაზარში ნატოს პატრულზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა ორი და დაიჭრა 21 სამოქალაქო პირი.

ადგილობრივი რაიონის გუბერნატორი აცხადებს რომ ნატოს პატრული ქალაქ შაჰის ბაზარში ფეხით მოძრაობდა როდესაც კამიკაძე ტერორისტმა თავი აიფეთქა.

ნატოს ოფიციალური პირებმა დაადასტურეს ინციდენტი, თუმცა დეტალები არ გაუმჟღავნებიათ.

ამის ფონზე პარასკევს ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში გზის პირას ჩადებული ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა ამერიკელი ჯარისკაცი . ეს უკვე ორმოცდამეხუთე დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცია აგვისტოში.

2001 წლის აგვისტოს თვის შემდეგ ამერიკელი ჯარისკაცებისთვის ეს თვე ყველაზე სისიხლიანი აღმოჩნდა.

შეგახსენებთ რომ 2001 წლის აგვისტოში აშშ-ის შიერაღებული ძალებმა თალიბების მიერ მართვადი მთავრობა ავღანეთიდან გააძევეს.




XS
SM
MD
LG