შეთანხმება რუსეთის რკინიგზასთან უკვე მიღწეულია. ბაღაფშის თქმით, რუსეთის რკინიგზა კრედიტის სახით დაახლოებით 2 მილიარდ რუბლს გამოყოფს.. 26 აგვისტოს სეპარატისტებმა აღიარების წლისთავი იზეიმეს.რა შეიძლება იყოს რუსეთის შემდგომი ნაბიჯი საქართველოს ტერიტორიების მითვისების თვქლსაზრისით? - ამ კითხვაზე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვახტანგ ყოლბაია პასუხობს :
- აფხაზეთში ჯერ კიდევ დარჩა აეროპორტი. აეროპორტს იცავს საერთაშორისო სამართალი. რკინიგზას რაც შეეხება, მოსალოდნენი იყო, რომ ასე მოხდებოდა. რკინიგზა რუსეთისთვის არის მთავარი არტერია და აპირებენ ამ რკინიგზით უზარმაზარი ინერტული მასალის გადატანას სოჭში ოლიმპიური თამაშებისთვის. ამიტომ, უნდა იყოს რეალური ზომები მიღებული იმ ქვეყნისადმი, რომელიც აშკარად, უხეშად, ცინიკურად არღვევს არა მხოლოდ საქართველოს კანონებს, არამედ არღვევს საერთაშორისო ნორმებს..