ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აბდულ აზიზ ალ-ჰაკიმის ხსოვნის პატივსაცემად სამგლოვიარო ცერემონია შედგა


ათასობით ადამიანი გამოვიდა ბაღდადის ქუჩებში ირანში გარდაცვლილი შიიტთა ლიდერის აბდულ აზიზ ალ-ჰაკიმის ხსოვნის პატივსაცემად. ჰაკიმი ფილტვის სიმსივნისგან გარდაიცვალა.

ბაღდადის აეროპორტში გამართულ სამგლოვიარო ცერემონიაზე ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიქიმ განაცხადა რომ ჰაკიმის სიკვდილი ერაყისთვის ძალზე მტკივნეულ დროს დაემთხვა. მომავალი წლის იანვარში ერაყში საპარლამნეტო არჩევნების გამართვაა დაგეგმილი.

ჰაკიმი ერაყის უდიდესი შიიტური პოლიტიკური პარტიის, ერაყის უმაღლესი ისლამური საბჭოს თავმჯდომარე იყო. მის სკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ერაყის პრემიერ-მინისტრის ნური ალ-მალიქის დავას პარტიამ დატოვა დიდი შიიტური კოალიცია, რომელიც ერაყის მთავრობას 2005 წლიდან უდგას სათავეში. ჰაკიმის ვაჟმა შიიტებს ამ გადწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდა.

ჰაკიმს შიიტთა წმინდა ქალაქ ნაჯაფში დაკრძალავენ.

XS
SM
MD
LG