რუსეთის სამხედრო სასამართლომ ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის მეთაურის მოადგილეს მიხეილ ხაჩიძეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისათვის.
სასამართლომ ვიცე-პოლკოვნიკი მიხეილ ხაჩიძე ღალატში დაადანაშაულა და სამხედრო წოდება ჩამოართვა. რუსეთის პროკურატურის მტკიცებით ხაჩიძე საქართველოს უშიშროების სამსახურმა 2007 წელს გადაიბირა. ის 2000 დოლარის საფასურად საქართველოს დაზვერვას საიდუმლო ინფორმაციას აწვდიდა რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ.