ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისი აფხაზეთის გადაწყვეტილებას აპროტესტებს


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააპროტესტა აფხაზეთის გადაწყვეტილება რუსეთს გადასცეს მის ტერიტორიაზე არსებული სარკინიგზო სისტემის კონტროლი. განცხადებაში ნათქვამია, რომ კრემლის ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ქონების მიტაცების მცდელობას. სამინისტრო აცხადებს, რომ მოსკოვი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის ახალი ჯერისათვის ემზადება და ამავე დროს აფხაზეთის ბუნებრივ რესურსებს ითვისებს და აკეთებს ამას აფხაზეთში საოკუპაციო ჯარების ნიღბის ქვეშ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სერგეო ბაღაფშის გადაწყვეტილება რკინიგზის კონტროლის რუსეთის სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიისადმი გადაცემაზე მიმდინარე კვირას რუსულ გაზეთ "ვრემია ნოვოსტეისადმი" ბაღაფშის მიერ მიცემულ ინტერვიუში გაჟღერდა. თუმც განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯერ ეს გადაწყვეტილება პრაქტიკულად არ განხორციელებულა.

XS
SM
MD
LG