ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰამიდ კარზაის და რიჩარდ ჰოლბრუკის კერძო სადილი სკანდალით დამთავრდა


ავღანეთის პრეზიდენტს ჰამიდ კარზაის და შეერთებული შტატების სპეციალური წარმომდგენელის რიჩარდ ჰოლბრუკის კერძო სადილი სკანდალით დამთავრდა, როდესაც ჰოლბრუკმა ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების შესახებ ჩამოაგდო სიტყვა.

შეერთებული შტატების წარმომადგენელის განცხადებით 20 აგვისტოს ჩატარებული არჩევნების შემდეგ რიჩარდ ჰოლბრუკმა ჰამიდ კარზაის არჩევნების შედეგების პატივისცემისკენ მოუწოდა. რასაც ამ უკანსკნელის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია თითქოს ავღანეთის პრეიზიდენტმა განრისხებულმა დატოვა აღნიშნული შეხვედრა.

ამერიკელებმა ასევე შეშფოთება გამოხატეს ჰამიდ კარზაის ვიცე-პრეზიდენტის მუჰამედ ქასიმ ფაჰიმის ნარკოტიკებით ვაჭრობაში მონაწილეობის გამო.

XS
SM
MD
LG