ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეას გაყოფის შედეგად გახლეჩილი ოჯახების გაერთიანებისკენ მოუწოდებს


სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეას ორმოცდაათზე მეტი წლის წინ ნახევარკუნძულის გაყოფის შედეგად გახლეჩილი ოჯახების გაერთიანებისკენ მოუწოდებს. დღეს ორივე კორეული სახელმწიფოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის წარმომადგენლების შეხვედრისას სამხრეთელებმა ფხენიანს მოუწოდეს, რომ გახლეჩილი ოჯახების წევრებს უფრო ხშირად მისცენ შეხვედრის უფლება. შეხვედრა ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე შედგა. სამხრეთ კორეის მედია აცხადებს, რომ მხარეები ჯერ ვერ შეთანხმდნენ ოჯახების წევრების შეხვედრის თარიღებთან დაკავშირებით. აღსანიშნავია ის, რომ უკანასკნელად სამხრეთში დარჩენილ ოჯახის წევრებს ჩრდილოელებთან შეხვედრის ნება ფხენიანმა ორი წლის წინ მანამდე მისცა სანამ ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის ურთიერთობა გაუარესდა.
XS
SM
MD
LG