ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ამერიკულმა ვერტფრენმა საავადმყოფო დაბომბა


ნატო და ავღანეთის ოფიციალური წყაროები აცხადებენ, რომ ავღანეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე პაქტიკას პროვინციაში ამერიკულმა ვერტფრენმა საავადმყოფო დაბომბა, მას შემდეგ, რაც იქ თალიბები შეიჭრნენ. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად ზემოთქმულ საჰაერო დარტყმაში თორმეტი თალიბი დაიღუპა, ხოლო შვიდი, მათ შორის დაჭრილი მეთაური ტყვედ ჩავარდა. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ კოალიციის მებრძოლებმა საავადმყოფოს პერსონალის გახიზვნა მოახერხეს. ამ ინციდენტიდან რამდენიმე საათის შემდეგ კი ნატომ განაცხადა, რომ ავღანეთში მომხდარ აფეთქებას და თალიბების თავდასხმას ორი ამერიკელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG