ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბენიამინ ნეთანიაჰუ გერამნიაში ანგელა მერკელს შეხვდა


ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გერამნიაში ამ ქვეყნის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდა, რომელიც კიდევ ერთხელ გაიმეორებს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას, რათა ისრაელმა შეაჩეროს ახალი მშენებლობები აღმოსავლეთ იერუსალიმსა და მდინარე იორდანეს დასვლეთ ნაპირის ტერიტორიაზე.

მანამდე ისარელის პრემიერ-მინისტრი ამ თემასთან დაკავშირებით ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების სპეციალურ წარმომადგენელს ჯორჯ მიჩელს ესაუბრა.

პალესტინელები უარს აცხადებენ ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებაზე თუ ეს უკანასკნელი არ შეწყვეტს ებრაული დასახლებების მშენებლობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ბენიამინ ნეთანიაჰუს წარმომადგენელმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ აღნიშნული პრობლემა უახლოეს ხანში გადაწყდება, რაც ხელს შეუწყობს სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას.

XS
SM
MD
LG