ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

  დღეს სენატორ კენედის ცხედარს მასაჩუსეტის შტატიდან  გადაასვენებენ


დღეს სენატორ კენედის ცხედარს მასაჩუსეტის შტატიდან გადაასვენებენ. ედვარდ კენედი 77 წლის ასაკში ტვინის სიმსივნისგან გარდაიცვალა. თვადპირველად კენედის ქალაქ ჰიანისის ბიბლიოთეკაში დაასვენებენ, რომელიც მისი ძმის პრეზიდენტ ჯონ კენედის სახელს ატარებს.ხალხი დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ ლიდერს პარასკევს საღამომდე გამოემშვიდობება. შაბათს ედვარდ კენედის ცხედარს ბოსტონის ერთ-ერთ ბაზილიკაში გადაასვენებენ, სადაც პრეზიდენტი ობამა თავის გამოსამშვიდებელ სიტყვას წარმოთქვამს.შაბათს საღამოს კენედის ნეშთს არლინგტონის სასაფლაოზე დაკრძალავენ თავისი ძმების პრეზიდენტ ჯონ კენედის და სენატორ რობერტ კენედის გვერდით.

XS
SM
MD
LG