ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუამარ კადაფიმ გადაწყვიტა გაეროს შენობის წინ კარავი გაშალოს


შეერთებული შტატები აკრიტიკებს ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის გადაწყვეტოლებას ნიუ იორკში გაეროს შენობის წინ კარვის გაშლასთან დაკავშირებით.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი შეშფოთებას გამოხატავს კადაფის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რომელიც სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობას აპირებს.

ობამას ადმინიტსრაცია ისედაც უკმაყოფილოა ლიბიის მთავრობის მოქმედებით, რომელმაც საზეიმო შეხვედრა მოუწყო 1988 წელს შოტლანდიის თავზე პან ამერიკის თვითმფრინავის აფეთქების ორგანიზატორს.

როგორც გაეროს მასპინძელი ქვეყანა, შეერთებული შტატები ვალდებულია ამ ორგანიზაციის მუშაობაში მსოფლიოს ლიდერების- მათ შორის მუამარ კადაფის მონაწილეობა უზრუნველყოს. თუმცა კადაფის გადაწყვეტილებამ ბედუინის კარავი დასცეს ნიუ ჯერსიში მდებარე ლიბიის საელჩოში ამერიკელთა შეშფოთება გამოიწვია.

ლიბიის ლიდერი თავის სამშობლოში უკვე დიდი ხანია კარავში იღებს უცხოურ დელეგაციებს. საერთაშორისო შეხვედრებზეც მუამარ კადაფი ბედუინის კარავში ცხოვრობს.

ჟურნალ ნიუსვიკის ინფორმაციით კადაფის კარვის გაშლა ჯერ ნიუ იურკის ცენრალურ პარკში უნდოდა, მაგრამ უარის მიღების შემდეგ ამ მიზნით ლიბიის წარმომადგენლობის გამოყენება გადაწყვიტა, რომელიც ნიუ ჯერსის ენგლვუდის უბანში მდებარეობს. ამ უბანში კი ბევრი ებრაელი ცხოვრობს. აქვე ცხოვრობენ იმ ამერიკელთა ოჯახის წევრები, რომლებიც 1988 წელს შოტლანდიის საჰაერო სივრცეში მომხდარი ტერაქტის დროს დაიღუპნენ. ამ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ლიბიამ იკისრა და დაღუპულთა ოჯახებს კომპენსაციაც კი გადაუხადა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ლიბიის ლიდერის აღნიშნულ გადაწყვეტილებას საშინელებად მიიჩნევს, თუმცა ეს საკითხი ჯერ კიდევ განხილვის სტადიაშია.

ამავე ოფიციალური პირის განცხადებით ყოვლად აღმაშფოთებელია კადაფის მთავრობის მიერ მოწყობილი თვითმფრინავის ამფეთქებელის აბდელ ბასეტ ალ-მეღრაბის პომპეზური დახვედრა, რომელიც შოტლანდიის ხელისუფლებამ ციხიდან გაანთავისუფლა მძიმე ონკოლოგიური დაავადების გამო.

შერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელის იან კელის განცხადებით ლიბიის ხელისუფლების ეს ნაბიჯი უარყოფითად იმოქმედებს ორი ქვეყნის ურთიერთობებზე, მისი თქმით:" ამ კაცის განთავისუფლებასთან დაკავშირებით გამართული ზეიმი ჩვენს შეშფოთებას იწვევს. ჩვენ ამის შესახებ უკვე მოვახსენეთ ლიბიის ხელიუსფლებას. შეერთებული შტატები გულდასმით აკვირდება ლიბიის მთავრობის ნაბიჯებს და თუ ის კვლავაც გააგრძელებს აღნიშნული პიროვნების განდიდებას ეს უარყოფით გავლენას მოახდენს ჩვენს ურთიერთობებზე.

მეღრაბის აერპორტში უამრავი ხალხი დახვდა, რომელთა შორის ლიბის ლიდერის ვაჟიც სეიფ ალ-ისლამ კადაფიც იყო.

თავად კადაფიმ მეღრაბი მეორე დღეს, საკუთარ სახლში მოინახულა. პრეიზდენტმა ბარაქ ობამამ მეღრაბისთვის შინაპატიმრობის მისჯა მოითხოვა.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა იან კელიმ ასევე უკმაყოფილება გამოხატა შოტლანდიის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, რომელმაც მეღრაბი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საბაბით გაანთავისუფლა. თუმცა მან იქვე დასძინა რომ ეს გარემოება ვერ იმოქმდებს შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთს შორის არსებულ ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობებზე.

XS
SM
MD
LG