ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედვედევი განცხადებას აკეთებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე


რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთი არასოდეს შეცვლის მის გადაწყვეტილებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ. ეს განცხადება მედვედევმა გუშინ რუსეთის მიერ ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობის ცნობის პირველ წლისთავთან დაკავშირებით მონღოლეთის დედაქალაქ ულან ბატორში გააკეთა. რუსეთის პრეზიდენტი მონღოლეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. როგორც მან თქვა იგი არ ნანობს, რომ ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული. მისივე თქმით ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობის ცნობა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებში თავსდება და ამ გადაწყვეტილების მიღება აბსოლუტურად აუცილებელი იყო. გუშინვე, მოსკოვში რუსეთის პრემიერ მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა მოლაპარაკება იქონია სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტთან ედუარდ კოკოითთან. მოლაპარაკება შედგა გაზპრომის მიერ ბუნებრვი აირის სამხრეთ ოსეთისადმი უშუალოდ მიწოდების დაწყების გამო. მანამდე სამხრეთ ოსეთი ბუნებრივ აირს საქართველოსაგან იღებდა.

XS
SM
MD
LG