ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიმდინარეობს ტერორიზმში ეჭვმიტანილთა მიუღებელი მეთოდებით დაკითხვის  გამოძიება


გაეროს ადამიანის უფლებათა დამცველი სააგენტოს უმაღლესმა კომისარმა ნავი პილაიმ შეერთებული შტატების ის გადაწყვეტილება მოიწიონა, რომელიც ტერორიზმში ეჭვმიტანილთა მიუღებელი მეთოდებით დაკითხვის ბრალდების გამოძიებას ისახავს მიზნად. კომისარმა იმედი გამოთქვა, რომ კუბის გუანტანამოს ყურეში მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე განთავსებულ საპყრობილეში დაფიქსირებული დარღვევების საკითხს დროულად გამოიძიებენ. მისი თქმით, ამის შემდეგ ყველა დამნაშავეს უნდა მოეთხოვოს პასუხი, ხოლო გასაიდუმლოებულ ციხეებში არსებული სიტუაცია კი უფრო ნათელი გახდეს. მანამდე შეერთებული შტატების ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ გააკრიტიკა პრეზიდენტ ობამას ის გადაწყვეტილება, რომელიც იუსტიციის დეპარტამენტს შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს საქმიანობის გამოძიების უფლებას აძლევს.

XS
SM
MD
LG