ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გადაიდო “შატლ” “დისკავერის” გაშვება


შეერთებული შტატების კოსმოსურმა სააგენტომ ნასამ კიდევ ერთხელ გადადო “შატლ” “დისკავერის” გაშვება. ამჟამად შატლის ორბიტაზე გაყვანა მომავალ პარასკევსაა დაგეგმილი. ინჟინრების თქმით, კოსმოსური ხომალდის გატყორცნის გადადება ძრავის ერთ-ერთი დეტალის გაუმართაობამ განაპირობა. მიმდინარე კვირას შატლის გაშვება უკვე მეორედ გადაიდო. თუ ნასამ ხომალდის კოსმოსსი გაშვება მიმდინარე თვის ბოლომდე ვერ მოახერხა, შემდეგი შანსი მას მხოლოდ ოქტომბერს მიეცემა, რადგანაც სექტემბრის თვეში სხვა მისიების გაშვებაა დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG