ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გარდაიცვალა ედვარდ კენედი


წუხელ 77-ი წლის ასაკში მასაჩუსეტსის ქალაქ ჰაიანის პორტში სენატორი ედვარდ კენედი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ტვინის სიმსივნე გახდა. ავადმყოფობის გამო იგი სენატში მისთვის ჩვეული რითმით ვეღარ მუშაობდა, თუმც ცდილობდა შინიდან გაეგრძელებინა მუშაობა მისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა აშშ-ის ჯანმრთელობის დაცვის სისტემა. აშშ-ის სენატში ედვარდ კენედი მასაჩუსეტსის შტატს 1962-ი წლიდან წარმოადგენდა. მანამდე ეს ადგილი მის ძმას, ყოფილ პრეზიდენტს ჯონ ფიტცჯერალდ კენედის ეკავა. თავის დროზე ედვარდ კენედი მწვავედ აკრიტიკებდა ვიეტნამის ომს და 2003 წელს ერაყში ამერიკული ჯარის შეჭრის წინააღმდეგ გამოვიდა.

XS
SM
MD
LG