ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქი სამხედროები გამორიცხავენ მოლაპარაკებებს ქურთ მეამბოხეებრთან


თურქეთის სამხედროების განცხადებით - გამორიცხულია ქურთ მეამბოხეებთან მოლაპარაკებები, მაგრამ ამავე დროს ისინი მხარს უჭერენ მთავრობის ინიციატივას, რათა ქურთთა უმცირესობას მიენიჭოს მეტი უფლებები.

სამხედროების ვებ გვერდზე დღეს გაკეთებულ განცხადებაში, თურქეთის არმიის შტაბის მეთურმა გენერალმა ილკერ ბასბუგმა აღნიშნა, რომ გაგრძელდება ბრძოლა ქურთთა მუშათა პარტიის მეამბოხეებთან. მან აგრეთვე მოუწოდა მთავრობას, არ გადადგას ისეთი ნაბიჯები რომელიც ავნებს თურქეთის ერთიანობას.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის სამხედროები უკვე 25 წელია იბრძვიან ქურთთა მუშათა პარტიის მეამბოხეებთან. მთავრობის ოფიციალურმა პირებმა აღიარეს რომ კონფლიქტის დასრულებისთვის საჭიროა პოლიტიკური და სოციალური ცვლილებები. როგორც თვის დასაწყისში თურქეთის პრემიერ მინისტრმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა განაცხადა, მთავრობა შეეცდება რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებას. მან არ დააკონკრეტა თავისი გეგმის დეტალები, მაგრამ ხელისუფლება ქურთულ ენაზე სწავლების გაზრდის ინიციატივით გამოდის.


XS
SM
MD
LG