ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა უარყოფს რუსეთის ინფორმაციას, რომ ჯარისკაცები შარშან საქართველოს მხარეზე იბრძოდნენ


უკრაინა უარყოფს რუსეთის ბრალდებებს, რომ უკრაინელი ჯარისკაცები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში ქართული ძალების მხარეზე იბრძოდნენ.

უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა ვალენტინ ნალივაიჩენკომ განაცხადა, რომ რუსეთის ცნობები ამის შესახებ სრული სიცრუეა.

ამ ფონზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა ფრანგულ საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, რომ შარშან მოხდა იმ 5 უკრაინელი ჯარისკაცის რეპატრიაცია, რომლებიც საქართველოში ომის დაწყების მომენტში იმყოფებოდნენ.

XS
SM
MD
LG