ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მთავარმა შიითურმა ჯგუფებმა ერაყში შექმნეს ახალი ალიანსი



ორშაბათს კანონმდებლებმა გამოაცხადეს, რომ ახალ ალიანსს გაუძღვება ერაყის უზენაესი ისლამური საბჭო, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი შიითების ჯგუფია ერაყში. კანონმდებლების თქმით ალიანსში აგრეთვე გაწევრიანდებიან ანტი-ამერიკელი სასულიერო ლიდერის მოქტადა ალ-სადრის მიმდევრები და სხვა გავლენიანი ჯგუფები და პირები.

ახალი კოალიცია შეცვლის ერაყის გაერთიანებულ ალიანსს, რომელიც დაარსდა 2005 წელს და რომელშიც შედიან მთავარი შიითური პოლიტიკური პარტიები.

ახალმა ალიანსმა არ განმარტა თუ რატომ არ დაიშვება პრემიერ მინისტრი და მისი პარტია, მაგრამ ცნობილია, რომ პოლიტიკური პარტია “დაუა” ითხოვდა ძალაუფლების უფრო მნიშვნელოვან წილს ახლად შექმნილ ალიანსში.

XS
SM
MD
LG