ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შოტლანდიის პარლამენტი ლოკირბის ტერაქტის მომწყობის გათავისუფლების ხელახალ განხილვას გეგმავს


პარლამენტს შოტლანდიის იუსტიციის მინისტრის კენი მაკასკილის დასჯა სურს იმის გამო, რომ მან 1988 წელს შოტლანდიის დაბა ლოკირბის თავზე გადაფრენის დროს ამერიკული სამგზავრო თვითმფრინავის აფეთქების მოწყობაში ბრალდებული ლიბიის მოქალაქე გაათავისუფლა. აბდელ ბასეტ ალ მეღრაჰის გათავისუფლებას შეერთებული შტატები ნეგატიურად გამოეპასუხა. პრეზიდენტმა ობამამ

და სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა დიდი გულისწყრომა გამოხატეს. სენატორი ჯონ მაკკეინი კი ამერიკის კონგრესის დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად 14 აგვისტოს ლიბიიაში პირადად შეხვდა ამ ქვეყნის ლიდერს მოამარ კადაფის:

“ჩვენ განვაცხადეთ, რომ მეღრაჰის ზარზეიმით დახვედრა დიდი შეცდომა იქნებოდა. ჩემის აზრით, ამერიკელთა უმრავლესობა შოტლანდიის სასამართლო სისტემის ამ გადაწყვეტილებას მკაცრად გმობს”. განაცხადა სენატორმა. ამერიკის მრავალი მოქალაქე კი შოტლანდიური ნაწარმის ბოიკოტირებით დაიმუქრა. სიმსივნით სასიკვდილოდ დაავადებული მეღრაჰი ლიბიაში გასულ ხუთშაბათს დაბრუნდა. მან განაცხადა, რომ ზემოთქმული ტერაქტის შესახებ წიგნის გამოშვებას გეგმავს.

XS
SM
MD
LG