ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეირანი აცხადებს, რომ მსოფლიოს უძლიერესმა ქვეყნებმა ირანის მიმართ პოლიტიკა უნდა შეცვალონ


რამდენიმე დღის წინ კი ირანმა გაეროს ინსპექტორებს საკუთარი ბირთვულ რეაქტორების შემოწმების ნება დართო. დიპლომატების თქმით, თეირანმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებს მიმდინარე თვის დასაწყისში მისცა არაკის ბირთვულ ობიექტზე შესვლის უფლება. თავად ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ზემოთქმულის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. რეაქტორზე მუშაობა თითქმის დასრულებულია და აქ პლუტონიუმის წარმოება მალე გახდება შესაძლებელი. ირანი ამტკიცებს, რომ ბირთვული პროგრამა მხოლოდ ელექტროენერგიის მისაღებად ესაჭიროება, მაგრამ ამერიკა და დასავლეთის სხვა ქვეყნებიც დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ სინამდვილეში თეირანი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს.

XS
SM
MD
LG