ისრაელი აგრძელებს უკანონო დასახლებების მშენებლობას მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. ისრაელში მოქმედი სამეთვალყურეო ორგანიზაცია აცხადებს, რომ მიმდინარე წლის დასაწყისსი ექვსასამდე ახალი შენობის აგება დაიწყეს. ჯგუფის თქმით, დასავლეთ ნაპირზე ასაშენებლად თელ-ავივმა ორმოცი ათასი ახალი ბინის აშენების უფლება გასცა. შეერთებული შტატები ისრაელს ყოველგვარი უკანონო მშენებლობების შეჩერებას მოსთხოვს. გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების შემდეგ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე უკანონოდ მცხოვრებ ებრაელთა რიცხვი გაორმაგდა და სამას ათასს მიაღწია.
პოპულარული
1