ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთის დედაქალაქის გარეუბნების მცხოვრებლები ძლიერ ხანძარს გაურბიან


საბერძნეთის დედაქალაქის გარეუბნების მცხოვრებლები ძლიერ ხანძარს გაურბიან, რომელიც ათენს უახლოვდება. ხანძრის გავრცელებას ძლიერი ქარი უწყობს ხელს. სტიქიასთან საბრძოლველად თვითმფრინავები და შვეულმფრენებია მობილიზებული.

აკროპოლისიდან ქალაქის გარშემო ძლიერი ხანძრის შედეგად ავარდნილი კვამლის დანახვა შეიძლება. ათენის ჩრდილოეთ რაიონიდან უკვე მოახდინეს ბავშვთა საავადმყოფოს და მოხუცთა თავშესაფარის ევაკუირება. ხელისფლებამ სამი სოფლის მცხოვრებლებს გახიზვნისკენ მოუწოდა.

ხელისუფლაბამ ათენის ჩრდილოეთ რაიონებში საგანგებო მდომარეობა გამოაცხადა. აქ ხანძარმა 12 000 ჰექტარი ფიჭვის ტყე გაანდგურა სასოფლო სამეურნეო სავარგულებთან ერთად.

საბერძნეთის მთავრობამ დახმარებისთვის საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა. სტიქიასთან ბრძოლაში უკვე ჩაებნენ ფრანგი, იტალიელი და კვიპროსელი მეხანძრეები.

XS
SM
MD
LG