პაკისტანის ხელისუფლების განცხადებით ქალაქ ფეშავარში კამიკაძის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 15 დაიჭრა.
პოლიციის განცხადების თანახმად აღნიშნული ტერაქტი ორ მოწინააღმდგე დაჯგუფებას შორის წარმოქმნილ დაპირისპირებას მოჰყვა. აფეთქების შემდეგ ქუჩაში სროლა ატყდა.
პოლიციის ინფორმაციით აღნიშნული ტერაქტი შესაძლოა გუშინ ანსარ ულ-ისლამის ორი წევრის აფეთქებასთან იყოს დაკავშირებული. ეს დაჯგუფება ხიბერის რაიონში მოქმედებს, სადაც მას მეტოქეობას უწევს ლაშქარ ისალმის შეიარაღებული დაჯგუფება.
ამასობაში სამხრეთ ვაზირისტანში ერთ-ერთი ტომის უხუცესი მალიქ სარვარ ხანი და მისი სამი თანამებრძოლი გამოასალმეს სიცოცხლეს.