ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადში მომხდარ ტერაქტებში შესაძლოა უშიშროერბის სამსახურის წარმომადგენლებიც იყვნენ გარეულნი


ერაყის საგარეოპ საქმეტა მინისტრის განცხადებით ბაღდადში ახალახანს მომხდარ ტერაქტებში შესაძლოა უშიშროერბის სამსახურის წარმომადგენლებიც იყვნენ გარეულნი.

ჰოშიარ ზებარი ეჭვის თვალით უყურებს მთავრობის გადაწყვეტილებას რომლის შესაბამისად ერაყის საგარეო საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების დამცავი ბეტონის კედლები აიღეს, რამაც საშუალება მისცა ტერორისტებს ასფაეთქებელი ნივთიერებით დატვირთული ავტომანქანები ამ შენობების მახლობლად დაეყენებინათ.

ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით უშიშროების ზომები ბაღდადში არ იყო საკმარისი და ის მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ წინასწარ აფრთხილებდა ხელისუფლებას.

ამ ტერაქტების შედეგად ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 500 დაიჭრა.


XS
SM
MD
LG