ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორშაბათს სადაზვერვო სააგენტოს ანგარიში გამოქვეყნდება


ორშაბათს სადაზვერვო სააგენტოს ანგარიში გამოქვეყნდება და გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დროს სააგენტოს მიერ დაკითხვისას გამოყენებული მეთოდები.

როგორც აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს ანგარიშის თანახმად სააგენტოს თანამშრომლები არაერთხელ დაემუქრნენ ტერორიზმში ეჭვმიტანილებს საბურღავი ჩარხითა და იარაღით რომ მათგან რაიმე ინფორმაცია დაეცინცლათ.

სააგენტოს ანგარიშში გათვითცნობირებულ პირზე დაყრდნობით შეერთებული შტატების სამხედრო სარაკეტო ხომალდის დაბომვაში ბრალდებული აბდ ალ რაჰიმ ალ ნაშირს იარაღითა და საბურღავი ჩარხით დაემუქრნენ. ასევე იყო შემთხვევა როდესაც დაკითხვისას გვერდზე ოთახში გაუსროლიათ იარაღი ეჭვმიტანილის დასარწმუნებლად რომ სხვა დაკავებული პირი მოკლეს.

შეგახსენებთ რომ აშშ-ის კანონმდებლობის თანახმად დაკავებულზე განცხორციელებული მუქარა არის წამება და არ ექვემდებარება კანონმდებლობას.

სადაზვერვო სააგნეტოს წარმომადგენელი აცხადებს რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა დაწვრილებით გამოიკვლია ანგარიში და დეპარტამნეტი გადაწყვეტს როდის ან ღირს კი საერთოდ გამოძიების დაწყება.



XS
SM
MD
LG