ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადში ტერორისტული აქტის შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 20 ადამიანი


ერაყის პოლიციის განცხადებით, ბაღდადში, ბაზრის ტერიტორიაზე ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 20 ადამიანი.

დორას რაიონში დღეს მომხდარი აფეთქება ბაღდადი სხვადასხვა უბნებში ბოლო დროს გახშiრებულ სისხლიან ინციდენტებს მოსდევს თან.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ აფეთქებებს ჰქონდა ადგილი ერაყის საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრების შორიახლოს. აღნიშნული ინციდენტების შედეგად დაიღuპა 100 და დაშავდა 500ზე მეტი ადამიანი.

ამდენად, 30 ივნისი ბაღდადში ყველაზე სისხლიანი დღე აღმოჩნდა მას შემდეგ რაც ამერიკული სამხედრო ძალები გავიდნენ ერაყის ქალაქებიდან.

ერაყის მთავრობამ, როგორც ცნობილია ოთხშაბათის ტერაქტებთან დაკავშირებით დაკითხვის მიზნით დააკავა დაცვის 11 ოფიცერი.

XS
SM
MD
LG